ოქტომბერი 2, 2023

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 31-ე ტურის შეხვედრაში მადრიდის ,,ატლეტიკომ” ,,უესკას” სძლია და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

მადრიდის, ,,ვანდა მეტროპოლიტანოს” სტადიონზე გამართული მატჩი მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.

გოლები არგენტინელმა ანხელ კორეამ და ბელგიელმა იანიკ კარასკომ გაიტანეს.
ორივე შემთხვევაში საგოლე მარკოს ლორენტემ გააკეთა.

ამ გამარჯვების შემდეგ ,,ატლეტიკოს” 73 ქულა დაუგროვდა და მე-2 ადგილზე მყოფ ,,რეალს” 3 ქულით გადაუსწრო.

,,ატლეტიკო” 2:0 ,,უესკა”
39′ კორეა (1-0), 80′ კარასკო (2-0)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *