ივლისი 4, 2022

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კლუბი ფამაგისტას ,,ანორთოსისი” კვიპროსის თასის ფინალში ითამაშებს.

ქართველების გუნდმა 1/2 ფინალის განმეორებით მატჩში სტუმრად, ნიქოზიას ,,აპოელი” 3:1 დაამარცხა.

ქეცბაიას ბიჭებს პირველი შეხვედრა 1:0 ჰქონდათ მოგებული.

ქეცბაიამ სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ლორია, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია დააყენა.
მურთაზ დაუშვილს კი მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

ლორიამ და ოქრიაშვილმა შეხვედრა სრულად, ჩაატარეს.
ფამაგუსტელთა მეკარემ ყვითელი ბარათი მიიღო.

ქვილითაია კი 64-ე წუთზე შეცვალეს.

,,ანორთოსისი” კვიპროსის თასის ფინალში ნიქოზიას ,,ოლიმპიას” შეხვდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.