ოქტომბერი 7, 2022

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა და ევროპის სუპერლიგის ვიცეპრეზიდენტმა, ანდრეა ანიელიმ ახალი საკლუბო ტურნირის პერსპექტივაზე სააგენტო ,,როიტერთან” ისაუბრა.

ანიელიმ კომენტარი ახალი ტურნირიდან ინგლისური გუნდების გასვლაზე გააკეთა და განაცხადა, რომ მათ გარეშე ევროპის სუპერლიგის ჩატარება შეუძლებელია.

ანდრეა ანიელი: ,,სამწუხაროა, რომ ინგლისურმა გუბდებმა ევროპის სუპერლიგა დატოვეს. მათ გარეშე ახალი ტურნირის ჩატარება შეუძლებელია.
გაუგებარია მათ ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღეს.
ყველა გუნდთან, ვინც აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას დათანხდა სერიოზული მოლაპარაკებები გვქონდა და ჩვენ ევროპის სუპერლიგა მათთან ერთად დავაარსეთ.
ამ ტურნირის დაასრსების ერთ-ერთი მოტოვი ის ფინანსური დავალიანებები იყო, რომლებიც ევროპის წამყვან გუნდებს დაუგროვდათ.
უფრო მეტი მაღალი დონის თამაში თითოეულ გუნდს უფრო მეტ შემოსავალს მოუტანდა და ისინი ფინანსური კრიზისიდან თავს დააღწევდნენ.” – საუბრობს ,,როიტერთან” ,,იუვენტუსის” პრეზიდენტი.

ევროპის სუპერლიგა ექვსივე ინგლისურმა კლუბმა დატოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.