სექტემბერი 29, 2023

ცნობილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა მადრიდის ,,რეალის” პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს სოციალურ ქსელ ,,ტვიტერზე” დასცინა.

პერესმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ საფეხბურთო მატჩების დრო შემოკლდება. 90-წუთიანი შეხვედრები ძალიან ბევრია და ყოველ შემთხვევაში, ეს თემა განხილვას იმსახურებსო.

გარი ლინეკერმა საფეხბურთო ჩინოსანის იდეის საპასუხოდ ,,ტვიტერზე” ასეთინ ხუმრობა დაწერა:
,,მოდით, ორი 5-წუთიანი ტაიმი იყოს და 45 წუთი რეკლამა.
ამ ადამიანს ფულის გარდა არაფერი აინტერესებს. პერესს ფეხბურთიც ფეხებზე ჰკიდია”.

გარი ლინეკერი სპორტული კარიერის განმავლობაში ,,ლესტერის”,
,,ევერტონის”, ,,ტოტენჰემის”, ,,ბარსელონას” და იაპონურ ,,ნაგოიას” ღირსებას იცავდა.
მას ინგლისის ნაკრებში
80 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 48 გოლი გატანილი.
ლინეკერი 1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ამჟამად, გარი ლინეკერი საფეხბურთო ექსპერტი გახლავთ. იგი რამდენიმე ინგლისურ ვებგვერდზე ფეხბურთის შესახებ თავის მოსაზრებებს აქვეყნებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *