
თბილისის ,,დინამოს” ყოფილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის ჩისკო მუნიოსის ,,უოტფორდმა” ჩემპიონშიფში კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმა და პრემიერლიგის საგზურის მოპოვებასთან ძალიან ახლოსაა.
ჩისკოს ბიჭებმა ჩემპიონშიფის ლიდერი ,,ნორვიჩი” სტუმრად, 1:0 დაამარცხეს.
გამარჯვების გოლი დენ გოსლინგმა გაიტანა.
ტურნირის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ,,უოტფორდს” 85 ქულა აქვს და მე-2 ადგილზე იმყოფება.
ჩისკოს გუნდი მე-3 ადგილოსან ,,სუონსს” 9 ქულით უსწრებს.
ასე, რომ დარჩენილ 3 ტურში ,,უოტფორდს” პრემიერლიგაში გადასასვლელად, ქულაც ყოფნის.