ოქტომბერი 7, 2022

ყაზანის “რუბინის” გენერალურმა დირექტორმა რუსტამ საიმანოვმა დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელია სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.

როგორც ირკვევა, საქართველოს ნაკრების შემტევის მიერ რუსეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში, “ურალის” წინააღმდეგ მოგებულ (1:0) შეხვედრაში, მიღებული ტრავმა მძიმე აღმოჩნდა და ის რამდენიმე თვეს გამოტოვებს.

“მას აქვს დაზიანება, რომელზეც ჯერ მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა არ ჩაგვიტარებია. სავარაუდოდ, ის სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს, რადგან ტრავმის მოშუშების შემდეგ, ფორმაში შესასვლელად 2-3 კვირის გამოტოვება მოუწევს, ამიტომ გარისკვა არ ღირს”, – თქვა “რუბინის” დირექტორმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.