რა ასაკში დაიწყეთ სპორტული კარიერა და რა იყო თქვენი ბავშობის ოცნება, იყო თუარა ფეხბურთის თამაში?
პატარაობიდან ბიჭებთან ვთამაშობდი და ყოველთვის ვოცნებობდი ფეხბურთელობაზე, ვფიქრობ წარმატებული ფეხბურთელი ვარ დღეს.
თქვენ ახლა ლანჩხუთში თამაშობთ, რისი მიღწევას გეგმავთ გუნდთან ერთად უახლოეს მომავალში?
ჯერ ჩვენ ჩემპიონთა ლიგა გვაქვს სათამაშო და ვფიქრობ ყველაფერს გავაკეთებთ უფრო მეტი წარმატებისვის.
გუნდთან ერთად გახდით საქართველოს ჩემპიონები, როგორი გრძნობა იყო ეს თქვენთვის?
ჩემპიონობა, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი გუნდისთვისაც განსაკუთრეული და სტიმულის მომცემი გრძნობაა.
რა დრომდე გაკავშირებთ გუნდთან კონტაქტი და აპირებთ თუ არა გუნდის შეცვლას?
გუნდს, ნახევარი სეზონიდან შევუერთდი. ამ მოკლე დროში, არამარტო გუნდის, არამედ მთლიანი სტაფის გვერდში დგომა,სიყვარული და პატივისცემა ვიგრძენი, ამიტომ ვაპირებ ისევ გავაგრძელო მათთან ერთად წინსვლა.
თქვენი აზრით რა დონეზე იმყოფება ქალთა ფეხბურთი საქართველოში?
ვფიქრობ, ქალთა ფეხბურთი საქართველოში საკმაოდ კარგად არის განვითარებული და არაფრით ჩამოვრჩებით ბიჭებს.
ვიცით, რომ საქართველოს ნაკრების არაერთ შეხვედრაში მიგიღიათ მონაწილეობა, რომელი ტურნირის მოგება გაგიხარდებოდათ ყველაზე მეტად?
კონკრეტულად არ გამოვარჩევ, რადგან ფეხბურთელისთვის ნებისმიერი ტურნირის მოგება მნიშვნელოვანი და ბედნიერების მომტანია.
საყვარელი ქართველი სპორცმენი თუ გყავთ და რატომ არის ის თქვენთვის გამორჩეული?
გამოვარჩევდი ჯანო ანანიძეს, დამახასიათებელი მონაცემებით. დავამატებ იმასაც, რომ პატარაობაში ხშირად გვითამაშია ერთად.
თქვენ დაგასახელეს 2019 წლის სეზონის, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად, როგორი რეაქცია გქონდათ?
არ ველოდებოდი, შესაბამისად საკმაოდ ამაღელვებელი და სასურველი გრძნობა იყო.
უღრმესი მადლობა ინტერვიუსათვის და ბოლო კითხვა რას უსუვრებდით დამწყებ სპორცმენებს?
პირველ რიგში ვუსურვებდი ჯანმრთელობას და დასახული მიზნების განხორციელებას.
Vamayoob mee misiit💞💞💞🥇🏆🏆