მარტი 26, 2023

ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში სან პაბლო ბურგოსს უმასპინძლა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულით, 92:89 მოუგო. ბურჯანაძეს ”გრან კანარია არენაზე” სათამაშოდ 24 წუთი მიეცა, რა დროშიც 10 ქულასა და 3 მოხსნას მოუყარა თავი. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 4 ორქულიანი და 4-დან  2 საჯარიმო მიითვალა.

გრან კანარია ამ დროისთვის 16 ქულით მე-7 ადგილზეა და მომდევნო ტურში რეალ ბეტისს შეხვდება.

1 thought on “ბექა ბურჯანაძის გუნდის მორიგი გამარჯვება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.