
დღეს 29 დეკემბერს გაიმართა NBA-ის მორიგი ტურის შეხვედრა სადაც ერთმანეთს დენვერ ნაგეტსი და მემფის გრიზლისი დაუპირისპირდა.
შეხვედრა უხვ ქულიანი და სანახაობრივი გამოდგა.
მატჩის პირველი მეოთხედი 26:11 დასრულდა დენვერის სასარგებლოდ.
მეორე მეოთხედში მემფის გრიზლის კალადბურთელები გამოფხიძლდნენ და 24:28 დაამარცხეს მეტოქე.
საბოლოოდ პირველი ტაიმი 50:39 დასრულდა დენვერ ნაგეტსის სასარგებლოდ.
მესამე მეოთხედში დენვერ ნაგეტსმა 32:29 იმარჯვა და მატჩის მოგებისგენ საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა რადგან მეოთხე მეოთხედის სტარტზე სხვაობა 14 ქულა გახდა.
შეხვედრის მეოთხე მეოთხედში ყველაზე მეტი ქულა ჩავარდა ჯამში 79 ქულა. მეოთხე მეოთხედი 37:42 დასრულდა მემფის გრიზლის სასარგებლოდ.
საბოლოოდ შეხვედრა 119:110 დასრულდა დენვერ ნაგეტსის გამარჯვებით.
მატჩის MVP კი დენვერ ნაგეტსის ცენტრი ნიკოლა ჯოკიჩი გახდა რომელმაც სამმაგი დუბლი მიითვალა 31 ქულა,10 მოხსნა, 10 პასი და 1 ჩაჭრა.