სექტემბერი 15, 2024

ინდიანა “პეისერსმა” ქართველ გოგა ბითაძეს კონტრაქტი 2024 წლამდე გაუხანგრძლივა.
ამერიკული გამოცემა HOOPSHYPE გოგას ანაზღაურებას აქვეყნებს. ახალგაზრდა სპორტსმენი 2020/2021 წლების სეზონში 2,957,520 დოლარს მიიღებს.
გოგას ხელფასი ყოველწლიურად იზრდება. 2021/2022 წლების სეზონისთვის ის 3,098,400 დოლარს მიიღებს. 1 წლის შემდეგ 4,765,339 დოლარს, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უკანასკნელ სეზონში ბითაძე 6,762,016 დოლარს გამოიმუშავებს. ჯამში ქართველი კალათბურთელი 4 წლის განმავლობაში 17,583,275 დოლარს მოუყრის თავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *