ვეტერანი მორაგბე, გუგა ბაბუნაშვილი ტრაგიკულად გარდაცვალა. აღნისნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირი შემდეგ მესიჯს ავრცელებს:
“1964 წელს დაბადებული ბაბუნაშვილი ოლეგ ლიპარტელიანის კურსელი იყო და რაგბის თამაში ქუთაისის ‘მშენებელში’ (აია) მისი რეკომენდაციით, 1982 წელს დაიწყო.
ის იყო იმ დიდი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის წოდება და ორჯერ შემართა თასი, დამოუკიდებლობის შემდეგ კი, სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი.
90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველოს ნაკრები ფეხს იდგამდა, გუგა ბაბუნაშვილმა ბორჯღალოსნების კვართით ათამდე მატჩი ჩაატარა. ის იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი ლეგიონერი დავით ჩავლეიშვილთან და ბადრი შვანგირაძესთან ერთად.
საქართველოს რაგბის კავშირი და ქართული რაგბის თემი უთანაგრძნობს მის ოჯახს და ახლობლებს”.