ოქტომბერი 1, 2023

დღეს 17:00-ზე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ერთმანეთს ცხუმ-აფხაზეთი და თსუ შეხვდებიან.

ცხუმ-აფხაზეთს თსუ-სთან 3 ქულიანი ჩამორჩენა აქვს რადგან 2-ით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული სუპერლიგაში , თსუს ამ ეტაპზე 5 მოგება და 3 მარცხი აქვს , ხოლო ცხუმ-აფხაზეთს კი 4 მოგება და 2 მარცხი.

ცხუმს გამოტოვებული აქვს 2 მატჩი (პანდემიის გამო),მაგრამ ამის მიუხედავად მოთამაშეები კარგ ფორმაში არიან , განსაკუთრებით კი: ტაი გრინი და ალექსანდრე ფევაძე , რომლებსაც ბათუმში შესანიშნავი მატჩი ჰქონდათ და გუნდს გამარჯვებისს მოპოვებაშიც კი დაეხმარა. (მათ ამ მოგებით ბათუმს სახლის წაუგებელი 8 მატჩიანი სერია დაუსრულეს)

სანაკრებო დებიუტის შემდეგ შესანიშნნავ ფორმაშია ალექსანდრე , მან ნაკრების 2 თამაშში მიიღო მონაწილეობა და ორივე უმაღლესს დონეზე ჩაატარა . თსუ-ს მოთამაშეებიდან ნაკრებში ალექსანდრესთან ერთად ლუკა ზაქრაძე და საბა ლობჯანიძე იყვნენ,რომელებიც გუნდის ლიდერები არიან და ყოველთვის კარგ თამაშს გვთავაზობენ , ამიტომაც ხვალ ამ ორი გუნდისაგან მაქსიმუმს ველით მოედანზე .
თსუ-ს მოთამაშეებში კარგ ფორმაშია ერთ-ერთი ლეგიონერი ,ბრენდონ სლაი რომელიც საშუალოდ 24.2 ქულას დებს და ამასთანავე 5.3 პასსაც აკეთებს .

ლაივ ტრანსლაცია შეგიძლიათ ნახოთ ფედერაციის ოფიციალურ საიტზე GBF.GE

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *