ოქტომბერი 1, 2023

“ლევანტეს” 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა გუნდის მაისურით პირველი გოლი კოპა დელ რეიზე “მურსიას” გაუტანა.

 

ქოჩორაშვილი მოედანზე 69-ე წუთზე გამოვიდა და 87-ზე თანაგუნდელთან კომბინაციის გათამაშების შემდეგ გოლიც შეაგდო.

 

გიორგიმ 23 პასიდან 20 ზუსტად გააკეთა, 1 ჩაჭრა და 1 ართმევა შეასრულა და 2 საგოლე მომენტი შექმნა.

 

“ღვთიური ახალგაზრდული საგანძური. გიორგის პირველი გოლი პირველ გუნდთან ერთად” – ასე გამოეხმაურა “ლევანტე” ქართველის სადებიუტო ბურთს.

 

“მწვრთნელმა მოედანზე ენერგიული ქართველი შემოიყვანა. გოოოლ “ლევანტეს” გოლი, გიორგი ქოჩორაშვილი – ბრენდი”, – ასე გამოეხმაურა პოპულარული ესპანური AS ქოჩორაშვილის ჯერ მოედანზე შემოსვლას, შემდეგ კი მის გოლს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *