• იანვარი 18, 2022 7:51 pm

ჩაკვეტაძის 70 წუთი და “ანორთოსისის” ხელიდან გაშვებული შანსი

ორი თვის უთამაშებელი „გენტის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე „ფლორასთან“ კონფერენს ლიგის უკანასკნელი ტურის მოგებულ საშინაო მატჩში (1:0) სასტარტოში დააყენეს და 70-ე წუთამდე დაჰყო მოედანზე.

 

პირველ ტაიმში მცირე უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რომლებიც გადახალისებული შემადგენლობით იმის გამო თამაშობდნენ, რომ პირველი ადგილი წინა ტურში გაინაღდეს, თუმცა შესვენებამდე სახიფათო მომენტის შექმნა ვერ შეძლეს. მე-18 წუთზე მეტოქე გუნდის მცველმა პიურგმა ჩაკვეტაძის შეტევის წესების დარღვევით შეჩერების გამო ყვითელი ბარათი მიღო, ხოლო 38-ეზე გიორგიმ ბურთი კარს ააცილა.

 

51-ე წუთზე “გენტის” თავდამსხმელმა ბრუნომ გამარჯვების გოლი გაიტანა, 70-ე წუთზე კი

ჩაკვეტაძე შეცვალეს.

 

ამავე B ჯგუფში „ანორთოსისი“ ბელგრადში „პარტიზანს“ დაუპირისპირდა. გამარჯვების შემთხვევაში ქეცბაიას გუნდი პლეი-ოფში გააღწევდა, მაგრამ ფრეს დასჯერდა – 1:1. გიორგი ლორია სათადარიგო იყო, ნიკა კაჭარავა 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. ამ შეხვედრას ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურა – მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი.

 

მოკლედ, 1/16 ფინალში “გენტი” და “პარტიზანი” გავიდნენ, “ანორთოსისმა” კი შანსი” ხელიდან გაუშვა და მესამე ადგილზე დარჩა.

One thought on “ჩაკვეტაძის 70 წუთი და “ანორთოსისის” ხელიდან გაშვებული შანსი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.