მარტი 28, 2024

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი კვლავ სამხრეთ აფრიკაშია და ქეიფ თაუნის ერთ-ერთი მაღალი კლასის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც – სტაბილურად მძიმე და რჩება ხელოვნურ სუნთქვაზე.

მკურნალობის პერიოდში ლევანს სეფსისიც განუვითარდა. თუმცა, ექიმებმა ანტიბიოტიკების საშუალებით შეძლეს მისი შეჩერება. შედეგად, მდგომარეობა ოდნავ გაუარესდა. როგორც სამხრეთაფრიკელი ექიმები (ისინი მუდმივ კომუნიკაციაში არიან ქართველ სპეციალისტებთან) ამბობენ, მდგომარეობის გამოსწორებას გარკვეული დრო დასჭირდება.

1 thought on “ლევან მაისაშვილი სიცოცხლისთვის იბრძვის – მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *