მარტი 29, 2024

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი სტოკჰოლმის ტურნირიდან ჩაეხსნა და შვედეთში არ იასპარეზებს. წლის ბოლომდე ჩოგბურთში, მხოლოდ ჩელენჯერის ტურნირები და წლის შემაჯამებელი მასტერსია დარჩენილი, რომლებზეც ნიკა მონაწილეობას არ მიიღებს. შესაბამისად, ქართველი ჩოგბურთელისთვის 2021 წელი დასრულდა.

 

29 წლის ჩოგბურთელმა წელს Atp-ის ორი 250-იანი მასტერსი (დოჰა და მიუნხენი) მოიგო და ინდიან უელსის 1000-ქულიან მასტერსზე ფინალში იასპარეზა. ხსენებულ ინდიან უელსის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში პირველად მოუგო რეიტინგის Top 3-ის წევრს, როდესაც მეოთხედფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაამარცხა.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა წელს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზეც იასპარეზა, რომელზეც ორი ეტაპი გადალახა და მერვედფინალში მომავალ ოლიმპიურ ჩემპიონთან ალექსანდერ ზვერევთან დამარცხდა.

 

შესაბამისად, ნიკოლოზ ბასილაშვილმა წელს სოლიდური ფინანსური სარგებელიც ნახა. მან 2021 წელს 1 588 529 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. მარტო ინდიან უელსის მასტერსის ფინალში თამაშისთვის ნიკამ 640 000 დოლარი მიიღო.

 

აქვე გეტყვით, რომ ბასილაშვილი ამ ეტაპზე მსოფლიოს 21-ე ჩოგანია. მის კარიერაში ყველაზე კარგი მაჩვენებელი რეიტინგის მე-16 ნომრობა იყო.(2019 წელს)

28 thoughts on “რა თანხა გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წელს?

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: how to sell a house quickly კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *