მარტი 28, 2024

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ბათუმის ახალ სტადიონზე გამართულ ბათუმისა და თბილისის ,,დინამოების” შეხვედრაზე სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში” კომენტარი გააკეთა.

კობიაშვილი ახალ სტადიონის გახსნას ბათუმელებს, ფეხბურთის გულშემატკივვრებს და სრულიად საქართველოს ულოცავს.

ლევან კობიაშვილი: ,, ბათუმის ახალმა სტადიონმა დღეს ,,კრისტალბეთ ეროვნული ლიგის”  მატჩს გულშემატკივართან ერთად პირველად უმასპინძლა.

უპირველესად, მინდა მივულოცო თითოეულ ბათუმელს, ფეხბურთის გულშემატკივარსა და სრულიად საქართველოს! ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი, უმაღლესი დონის საფეხბურთო ინფრასტრუქტურა შეემატა. დარწმუნებული ვარ, ბათუმის სტადიონი მრავალი ეროვნული და საერთაშორისო მატჩის მასპინძელი იქნება,  როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე და მჯერა, რომ აქ ერთად არაერთ წარმატებას ვიზეიმებთ!

აქვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს იმ განსაკუთრებული საფეხბურთო ატმოსფეროსთვის, რომელსაც ისინი სტადიონზე ქმნიან.” – წერს სოციალურ ქსელში ლევან კობიაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *