მარტი 29, 2024

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირზე პირველი გამარჯვება ავსტრალიელმა ეშლი ბარტიმ მოიპოვა.

მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელმა შეჯიბრების 1/32 ფინალურ ეტაპზე ამერიკელი შელბი როჯერსი დაამარცხა.

ბარტიმ მოწინააღმდეგე მარტივად დაჩაგრა. მან როჯერსს 2-სეტში 6-2, 6-1 სძლია.

ეშლი ბარტი 1/16 ფინალურ ორთაბრძოლას საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულ სლოვენიელ ტამარა ზიდანშეკთან ჩაატარებს. მან პირველ წრეში ტაიპეის წარმონადგენელ სუ-ვეი ჰსიეს 2-სეტში 6-2, 6-3 მოუგო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *