აპრილი 16, 2024

მანჩესტერ იუნაიტედის ნიდერლანდელმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰააგმა ჰარი მაგუაიერსა და კლუბის მიზნებზე ისაუბრა.
“მე ნამდვილად ბედნიერი ვარ ჰარი მაგუაირით. ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგად პროგრესირებს“, – თქვა ტენ ჰააგმა.

“მაგრამ ჩვენ დიდი კონკურენცია გვაქვს. ჰარის დიდი კონკურენტი რაფა ვარანია, რომელიც ასევე ბრწყინვალე მოთამაშეა.“

„ჩვენ გვაქვს გარკვეული პოზიციები, გვაქვს ხარისხის ნაკლებობა და ეს უნდა აღმოიფხვრას თუ უმაღლესი ტიტულების მოსაპოვებლად ბრძოლა გვსურს.“.

მაგუაირს იუნაიტედთან არსებული კონტრაქტი ორ წელზე მეტი დარჩა – 12 თვის ოპციით. ამ სეზონში “წითლების” შემადგენლობაში მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *