აპრილი 17, 2024

ლა ლიგის მე-19 ტურში ,,ვალენსია” მადრიდის ,,რეალს” ესტუმრა და ანგარიში 2-0 დამარცხდა.

 

სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც მიუხედავად მარცხისა, კარგი მატჩი ჩაატარა. მამარდაშვილმა შეხვედრის სტარტშივე ურთულესი ბურთი აუღო ასენსიოს და გუნდი სწრაფად გაშვებული გოლისგან იხსნა.

 

მადრიდელებმა პირველი ნახევრის მიწურულს მოახერხეს გოლის გატანა, თუმცა ვიდეო რეფერიმ გოლი არ ჩათვალა.

 

საშინლად დაიწყო მეორე ტაიმი ვალენსიელებისთვის, ანგარიში 52- წუთზე ასენსიომ გახსნა, ხოლო 54-ე წუთზე სხვაობა ორამდე ვინისიუს ჟუნიორმა გაზარდა.

 

72-ე წუთზე მოედნიდან გაბრიელ პაულისტა გააძევეს და ,,ვალენსია” ათი კაცით დარჩა.საბოლოო ჯამში ღამურებმა მორიგი უსახური მატჩი ჩაატარეს.

 

რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, მიუხედავად მარცხისა გიორგი კარგად გამოიყურებოდა და 5 სეივის შესრულებაც შეძლო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *