აპრილი 16, 2024

“სამგურალმა” ამ გუნდის აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე თანამდებობიდან მოულოდნელად გაათავისუფლა.

 

გადაწყვეტილება მოულოდნელი იმიტომ იყო, რომ ევროტურნირებზე ვერ გასვლის მიუხედავად, “სამგურალისთვის” წინა სეზონი მაინც წარმატებული გამოდგა, რაც მეტწილად მიქაძის დამსახურებაა.

 

GOAL.GE-ს ინფორმაციით, “სამგურალის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის უმთავრესი ფავორიტი გიორგი ჭელიძეა.

 

ჩვენივე ცნობით, “სამგურალის” ხელმძღვანელობა ჭელიძეს უკვე შეხვდა და მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში შედის.

 

ჭელიძე გასულ წელს “თელავის” თავკაცი იყო, წელს კი ბოლო მატჩებში ბოლნისის “სიონს” წრთვნიდა, თუმცა გუნდი ეროვნული ლიგიდან გავარდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *