მარტი 29, 2024

უმაღლესი ლიგის 35-ე ტური ძალიან დაძაბული აღმოჩნდა.

“დინამო ბათუმმა” და “დინამო თბილისმა”,რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძვიან, თავიანთი მატჩები პარალელურად გამართეს.

ბათუმლები “გაგრას” ესტუმრნენ და მარტივად მოახერხეს მათი დამარცხება(1-4).

“დინამო თბილისი” იმერეთში  ჩავიდა და სამგურალს დაუპირისპირდა. დედაქალაქური გუნდი მარცხდებოდა, თუმცა ულად ომარის გოლის წყალობით ქულის მოპოვება მოახერხა.

ამ მომენტისთვის 77 ქულა აქვს “თბილისის დინამოს” ,ხოლო  ბათუმლები 76 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფებიან.

ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტური 3 დეკემბერს ჩატარდება. ყველა მატჩი 13:30 გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *