აპრილი 17, 2024

“ნაპოლი” 2022/23 წლების სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს. ლუჩანო სპალეტის გუნდმა სანახაობრივი და რაც მთავარია, შედეგიანი ფეხბურთის თამაშით უამრავი გულშემატკივარი გააოცა. “პარტენოპეი” სერია A-ს გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან “მილანს” 8 ქულით უსწრებს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კი პირველი ადგილი დაიკავა და 22 თებერვალს, მერვედფინალში, “აინტრახტთან” პირველ მატჩს გამართავს.

 

უცხოური გამოცემა 7 Gold-ი გვთავაზობს “ნაპოლის” სეზონის 3 საუკეთესო და 3 ყველაზე ცუდ ფეხბურთელს. აღსანიშნავია, რომ რჩეულებში პირველ ადგილს ხვიჩა კვარაცხელია იკავებს, მის შემდეგ კი ვიქტორ ოსიმენი და კიმ მინ-ჯაე მოდიან.

 

რაც შეეხება ნაკლებად გამორჩეულ ფეხბურთელებს, მათ სიაში მატეო პოლიტანო, ალექს მერეტი და ნტანგი ნდომბელე არიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *