აპრილი 16, 2024

Gazzetta Dello Sport-ის ცნობით კოპა იტალიას ფინალის შემდეგ, იუვენტუსის გასახდელში სიტუაცია კრიტიკულად დაიძაბა.  საქმე ეხება პაველ ნედვედისა და ანიელის დაპირისპირებას. 

ჩეხი,რომელიც კლუბის ვიცე-პრეზიდენტია, სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ალეგრის დაბრუნებას.  ფაქტი სახეზეა, ნედედი მართალი აღმოჩნდა! იუვენტუსმა პირველად, 2011 წლის შემდეგ, სეზონი უტიტულოდ დაასრულა.

 

გასახდელში შესულ ნედვედსა და ფეხბურთელებს შორის შელაპარაკება იყო. საქმეში ჩერთო ანიელიც,რომელიც ალეგრის დაცვას ცდილობდა.  ფაქტია, კლუბის შიგნით,როგორც გარეთ (მოედანზე) დიდი არეულობაა.

 

ამ ინცინდეტს ემატება ისიც ,რომ ფინანსური პოლიციის დაწყებული გამოძიება ანიელი-ნევედის წინააღმდეგ ისევ მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *