აპრილი 17, 2024

ინგლისში, იუნიორთა საფეხბურთო ტურნირზე 13 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა. ინფორმაციას ბრიტანული პრესა ავრცელებს.

შემთხვევა ნოტინგემში, ელიზაბეთის ახალგაზრდულ ლიგაში (YEL) მოხდა. საფეხბურთო კლუბ „კავალიერს გრინისა“ და „როსონერის“ U13 გუნდების მატჩის დროს, „კავალიერსის“ ფეხბურთელი სამუელ აკვასი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა ადგილობრივ მედიაში ამბობენ, რომ აკვასის სტადიონზე გულის შეტევა დაემართა.

კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 13 წლის ფეხბურთელს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზევე, დაუყონებლივ აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *