მარტი 29, 2024

“ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი შეათანხმა, – აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ალფრედო პედულა Twitter-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

სანდო წყაროს თანახმად, ახლა მხოლოდ კონტრაქტზე ხელმოწერაა საჭირო, მოლაპარაკებები კი შედეგიანად დასრულდა.

“ნაპოლიმ” “ხეტაფეს” მცველი მატიას ოლივეირა უკვე გაიფორმა. იმავეს ვიტყოდი ხვიჩა კვარაცხელიაზეაც. დარჩენილია მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა,” – ვკითხულობთ პედულას გვერდზე.

ამ ინფორმაციას ადასტურებს ასევე ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუიჯი ლონგარიც.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, “პარტენოპეი” ყაზანის “რუბინთან” მოლაპარაკებებს ზაფხულში დაიწყებს. სავარაუდო სატრანსფერო თანხად 15 მილიონი ევრო სახელდება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *