მარტი 29, 2024

საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ წარადგინეს. ქართველი კიპერი ესპანეთში ჩავიდა და „ღამურებს“ შეუერთდა.

 

 

 

გიორგი „ვალენსიაში“ ერთწლიანი იჯარით გადავიდა და ესპანელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ. მამარდაშვილი „ვალენსიას“ მეორე გუნდის კარს დაიცავს, მაგრამ ამავდროულად მთავარ გუნდში მესამე მეკარედ განიხილება, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ იქ ივარჯიშებს და არც ისაა გამორიცხული, რომ მთავარ გუნდში ათამაშონ.

 

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, ბოლო ორი სეზონი კი იჯარით თბილისის „ლოკომოტივში“ გაატარა და თავის გამოჩენაც ამ კლუბში მოახერხა.

 

მამარდაშვილს უკანასკნელ პერიოდში ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებში მესამე მეკარის სტატუსით იძახებდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *