მარტი 29, 2024

რუმინელმა ჩოგბურთელმა სიმონა ჰალეპმა ,,ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე რომის მასტერზე მიღებულ ტრავმაზე დაწერა და იმედი გამოთქვა, რომ კორტებს მალე დაუბრუნდება.

მსოფლიოს ყოფილი ჩოგანი აცხადებს, რომ კარგ ფორმაში იყო და იტალიის დედაქალაქში კარგ შედეგებს გეგმავდა.

სიმონა ჰალეპი: ,,სამწუხაროდ, რომში პირველივე შეხვედრაში ტრავმა მივიღე და ტურნირზე თამაშის გაგრძელება ვეღარ შევძელი.
ან არა და მასტერსისთვის კარგად ვიყავი მომზადებული და იტალიის დედაქალაქში მაღალი მიზნებისთვის ჩავედი.
ანჟელიკ კერბერთან დაპირისპირებაში მე-2 სეტში დავშავდი. შეხვედრის მიმდინარეობისას მარცხენა ფეხზე ტკივილი ვიგრძენი და არა თუ თამაშის განახლება, სიარულიც კი აღარ შემეძლო.
ექიმების ინფორმაციით, სერიოზული არაფერია. ორშაბათიდან გამართულ სიარულსაც დავიწყებ,  იქით კვირაში კი უკვე ტრენაჟორებზე და საცურაო აუზზეც შევალ.
ვეცდები ექიმების მეთვალყურეობით ტრავმა მალე მოვიშუშო და კორტებს მალე დაუბრუნდე” – წერს სოციალურ ქსელში სიმონა ჰალეპი.

რომის მასტერსზე სიმონა ჰალეპმა ანჟელიკ კერბერთან მატჩში ტრავმა იმ დროს მიიღო, როდესაც პირველი სეტი 6-1 ჰქონდა მოგებული, ხოლო მეორე სეტში ანგარიში საყაიმო 3-3 იყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *