აპრილი 16, 2024

მერაბ დვალიშვილმა Facebook-ის ლაივ ჩართვაში თავის ქართულ გეგმებზე ისაუბრა.

 

მერაბმა აღნიშნა, რომ სამომავლოდ სამშობლოში MMA-ს დარბაზის აშენებას გეგმავს, რათა კიდევ უფრო მეტი მებრძოლი დაინტერესდეს ამ სპორტის სახეობით.

 

“ქართველებს UFC-ში ძალიან გვაფასებენ. დაინტერესებულნი და გაკვირვებულნი არიან ჩვენი მებრძოლი სულით. ბევრი კარგი ახალი მებრძოლია საქართველოში. მათ გამარტივებული აქვთ UFC-ში მოხვედრა. ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა”.

 

“სპორტის პარალელურად, ვაპირებ საქართველოში ჩემი წვლილი შევიტანო MMA-ს განვითარებაში. მსურს, თანამედროვე ინფრასტრუქტურის MMA-ს დარბაზი ავაშენო და ხელი შევუწყო მომავალ თაობას ვარჯიშში”.

 

წყარო : Adjarasport.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *