მარტი 29, 2024

“ნაპოლის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია სულ მალე ნეაპოლური გუნდისგან გაუმჯობესებულ კონტრაქტს მიიღებს.

 

სეზონის განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია კლუბის ხელმძღვანელობის განზრახვაზე, გაეფორმებინა განახლებული კონტრაქტი ქართველ ფეხბურთელთან და ახლა, ჟურნალისტის ნიკოლო შირას თქმით, კლუბი ოფიციალური მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადება.

წყაროს ცნობით, 22 წლის ფეხბურთელის ხელფასი ახალი კონტრაქტის მიხედვით, არსებული 1,1 მილიონის ნაცვლად წელიწადში 2,5-დან 3 მილიონ ევრომდე იქნება.

 

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 12 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.

22 წლის ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *