აპრილი 16, 2024

ბორის პაიჭაძის სახელობის დიამო არენაზე, ეროვნული ლიგის 32-ე ტურში, დინამო თბილისი საბურთალოს დაუპირისპირდა.

მატჩის პირველი ტაიმი უინტერესოდ დაიწყო. საწყისი 15 წუთი, კლუბები ბურთს მოედნის ცენტრში ინარჩუნებდნენ,მაგრამ მეოცე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ ანგარიში გახსნა და საბურთალო დააწინაურა. მასპინძლებმა, მალევე მოიკრიბეს ძალები და კონტრშეტევაზე უსმან კამარამ, პირველი გოლიდან 4 წუთის შემდეგ, ანგარიში გაათანაბრა. (1-1)

მეორე ნახევრის სტარტი (პირველთან შედარებით) ინტენსიური იყო . დინამო თბილისის შეუჩერებელმა შეტევებმა შედეგი გამოიღო და უსმან კამარამ, 50-ე წუთზე, დუბლი შეასრულა. 55-ე წუთზე, სიტუაცია საგრძნობლად დაიძაბა. საბურთალოს ფეხბურთელმა გურამ გოშთელიანმა თავი ვერ შეიკავა და დამხმარე არბიტრს შეურაცხყოფა მიაყენა. მიუხედავად ყვითელი ბარათის მიღებისა, ფებურთელი არ ჩერდებოდა,რასაც შედეგად გაძევება მოჰყვა. საბურთალო მარცხდებოდა, ჯერ მხოლოდ მეორე ტაიმის საწყისი ნახევარი იყო, კლუბი კაცნაკლული დარჩა, ამ ყველაფრით ისარგებლა დინამომ და ინცინდენტიდან 2 წუთში მოისწრაფიშვილმა სხვაობა გაზარდა (3-1).

 

მატჩი დინამოს გამარჯვებით (3-1) დასრულდა. ცხრილში საბუთალო მეექვსე,ხოლო დინამო პირველ ადგილს იკავებს.

გოლები: 20′ – სიხარულიძე 

                24′ – კამარა 

                50′ – კამარა 

                57′ – მოისწრაფიშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *