აპრილი 16, 2024

მინიმუმ თორმეტი ადამიანი დაიღუპა ელ სალვადორის დედაქალაქ სან სალვადორში საფეხბურთო სტადიონზე შეტაკებისას.

ინციდენტი კუსკატლან სტადიონზე ადგილობრივ გუნდ ალიანსასა და სანტა ანას კლუბ ფასს შორის მატჩის დროს მოხდა.

მატჩი შეჩერდა.

პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ მოვლენას უპრეცედენტო უწოდა და თქვა, რომ დაიწყება „სრული გამოძიება“.

პოლიციამ ადრე განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის შვიდი მამაკაცი და ორი ქალია.

გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფა მას შემდეგ მოხდა, რაც გულშემატკივართა დიდმა რაოდენობამ მოედანზე შესვლა სცადა .

ოფიციალური პირები თვლიან, რომ ზოგიერთ გულშემატკივარს ყალბი ბილეთები მიჰყიდეს.

ადგილობრივი მედიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ გულშემატკივრები ცდილობდნენ სტადიონის შესასვლელთან ბარიკადების ჩამოგდებას.

“ეს იყო გულშემატკივრების ზვავი, რომლებმაც გადალახეს ბარიერი“,- განუცხადა ჟურნალისტებს Rescue Commandos-ის პირველი დახმარების ჯგუფის მოხალისემ. “ზოგი ჯერ კიდევ გვირაბში იყო. ზოგმა მოახერხა ტრიბუნამდე მისვლა“.

პრეზიდენტმა ბუკელემ თქვა, რომ ყველას გამოკითხავენ, მათ შორის ფეხბურთელებს, მენეჯერებს, სტადიონის ოფიციალურ პირებს, ლიგასა და ფედერაციას.

ლუის ალონსო ამაიამ, ელ სალვადორის სამოქალაქო დაცვის წარმომადგენელმა, თქვა, რომ დაახლოებით 500 ადამიანს ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება, ბევრი გადაყვანილია საავადმყოფოში.

ჯანდაცვის მინისტრმა ფრანცისკო ალაბიმ თქვა, რომ დაშავებულთა უმეტესობის მდგომარეობა სტაბილურია და საავადმყოფოებიდან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა.

სალვადორის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ კვირას ეროვნული დონის საფეხბურთო მატჩები შეჩერდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *