მარტი 29, 2024

მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ გამოაქვეყნა პოსტი და დაადასტურა, რომ მისი შვილი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მისმა პარტნიორმა ჯორჯინა როდრიგესმა ტყუპები გააჩინა. ამის შესახებ რონალდუმ სოციალურ ქსელში დაწერა.

 

“უდიდესი მწუხარებით უნდა გამოვაცხადოთ, რომ ჩვენი პატარა ბიჭი გარდაიცვალა”, – ნათქვამია რონალდუს განცხადებაში. „ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი, რომელსაც მშობელი  განიცდის „.

 

„მხოლოდ ჩვენი გოგონას დაბადება გვაძლევს ძალას ვიცხოვროთ ამ მომენტში გარკვეული იმედითა და ბედნიერებით. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ექიმებს და ექთნებს მთელი ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის.“

პორტუგალიელს ხვალ ლივერპულთან მნიშვნელოვანი დერბი აქვს და უცნობია ითამაშებს თუ დასვენებას ამჯობინებს.  რონალდომ ასევე აღნიშნა რომ ამ მომენტში მას და მის ოჯახს კონფიდენციალურობა სჭირდებათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *