მარტი 29, 2024

ტოპ 5 ჩემპიონატში ახლა 3 ქართველი ფეხბურთელი გამოდის – ხვიჩა კვარაცხელია, ლუკა ლოჩოშვილი და გიორგი მამარდაშვილი.

 

დიდი ალბათობაა, მათ ზაფხულში კიდევ 4 დაემატოს. გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი კვერნაძე და ზურიკო დავითაშვილი.

 

საფრანგეთის მე-2 ლიგაში მე-2 ადგილზე “ბორდოა” 53 ქულით, 51 ქულით კი მე-3 “მეცია”. კვერნაძის მიმართ ინტერესს იტალიური გუნდები იჩენენ, ხოლო, ჩაკვეტაძეს “სლოვანში” გატარებული წარმატებული პერიოდის შემდეგ ესპანური კლუბები აკვირდებიან.

 

იყო პერიოდი, როცა ტოპ 5 ჩემპიონატში 1 მოთამაშე თუ გვყავდა ან ხანდახან ეგეც არ იყო. ახლა შანსია, ეს მაჩვენებელი 7 მდე გაიზარდოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *