აპრილი 16, 2024

37 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა რონალდომ საუდის არაბეთის “ალ ნასრთან” ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა, – იტყობინება Al Arabiya საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

 

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრიშტიანოს წლიური გასამრჯელო ახალ კლუბში 20 მილიონი ევრო იქნება.

 

რონალდომ “მანჩესტერთან” თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მსოფლიოს ჩემპიონატისას შეწყვიტა და “ალ ნასრში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

 

ის საუდის არაბეთს მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებაში უნდა დაეხმაროს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *