აპრილი 16, 2024

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ტორელავეგაში ესპანეთი 41:3 დაამარცხა.

 

დებიუტში ჩვენი გუნდი ტაბუცაძის დუბლით დაწინაურდა, აბჟანდაძემ ვერცერთი გარდასახვა ვერ გამოიყენა, მასპინძლებმა კი მოედნის ცენტრიდან სამიდან ერთი საჯარიმოს რეალიზება შეძლეს. საქართველოს ნაკრები სრულ უპირატესობას ფლობდა, მუდმივად უტევდა, 25-ე წუთზე გიგაშვილმა ლელო გაიტანა, ხოლო აბჟანდაძე გარდასახვისას ისევ არაზუსტი იყო. პირველი ტაიმის დასასრულს მასპიძლები მოგვეძალენ, თუმცა „ბორჯღალოსანთა“ დაცვა კარგად დაუხვდა, რასაც აბჟან

დაძის ლელო-გარდასახვა მოჰყვა და პირველი ტაიმი 3:22 დასრულდა.

 

მეორე ტაიმი ლამაზი კომბინაციის შედეგად შარიქაძის დაგვირგვინებული ლელოთი დაიწყო და აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. შემდეგ მაღალი ბოჭვის გამო მამუკაშვილი გაასინბინეს, რითაც ესპანელებმა ვერ ისარგებლეს. მერე აფრასიძის კიდეზე გადაკიდებული ბურთი თოდუამ დაამიწა, მატკვას გარდასახვიდან დარტყმული ბურთი კი ძელს მოხდა. 67-ე წუთზე მსაჯმა ჩვენი მეტოქის მორაგბე გაასინბინა, ნინიაშვილმა მათი დაცვა გააღრვია, ხოლო მატკავამ ამჯერად ზუსტად გარდასახა.

 

მაისაშვილის გუნდმა ა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 5 მარტს მასპინძლის უფლებით ითამაშებს. „ბორჯღალოსნების“ მეტოქე ხვალ, პორტუგალიისა და რუმინეთის შეხვედრაში გაირკვევა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *