აპრილი 16, 2024

34 წლის სერბმა კვირას ბელგრადში მშობლიური ტურნირის ფინალი რუს ანდრეი რუბლიოვთან 2:6, 7:6, 0:6 წააგო.

 

მოგვიანებით ჯოკოვიჩმა ისეთი რაღაცები თქვა, რითაც ფანები საკმაოდ აანერვიულა.

 

“ეს ყველაფერი ალბათ იმ დაავადების ბრალია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ აღმომაჩნდა. ჩოგბურთი, რადგან ინდივიდუალური სპორტია, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, ამიტომ, თუ რამე ხელს არ გიწყობს, ვერც ითამაშებ. ეს არ არის კორონავირუსი. სხვა დეტალების გამხელა არ მსურს. ეს ისეთი რამაა, რაც ჩემს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლაზე ახდენს გავლენას.”

 

“მეორე სეტის ბოლომდე დაღლა არ მიგრძნია. 5:4-ზე გეიმი დიდხანს გაგრძელდა და თავი ცუდად ამ დროს ვიგრძენი. მონტე კარლოშიც ასე დამემართა. ასეთი შეგრძნებით თამაში უსიამოვნოა და ხელს მიშლის”, – განაცხადა ნოვაკ ჯოკოვიჩმა.

 

მსოფლიოს მე-8 ჩოგან რუბლიოვთან მარცხი ჯოკოვიჩისთვის წელს უკვე მესამე წაგება იყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *