აპრილი 16, 2024

 

შოთა არველაძე:

 

“ის ფიზიკურად წარმოუდგენლად ძლიერია, მას ტიპური დიდი ძვლები და კუნთები აქვს, გახსოვს მე და ჩემი ძმები ფიზიკური კუთხით როგორები ვიყავით? ჩვენი თამაში მხოლოდ თავიდან მოდიოდა”.

ლორენცო ამორუზო:

“მართალია, სწორედ ასეა, ჩვენთან ასეთი ფეხბურთი უკვე აღარ არის, მაგრამ დაცვითი კუთხით მაინც გამორჩეულია, ყველა გუნდს ანადგურებს ვისაც ეთამაშება. მართლა ძალიან კარგი ბიჭია, თან როგორი ჭკვიანია, თავისი პოზიციის შერჩევის უნარი აქვს, ჯერ მხოლოდ 22 წლისაა, ზრდასრული ადამიანივით თამაშობს, ყოველთვის სწორად

არჩევს პოზიციას და წინ მიდის, ზედმეტს არასდროს არაფერს აკეთებს.

 

შოთამ შოტლანდიურ გუნდში 2001-2005 წლებში ითამაშა და 95 გამართულ შეხვედრაში თავი 44 გოლით გამოიჩინა, რაც შეეხება ლორენცოს, ყოფილმა იტალიელმა მცველმა 1997-2003 წლებში ჯამში 149 მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარი 13-ჯერაც აიღო.

 

წყარო: პირველი არხი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *