აპრილი 18, 2024

დღეს 25 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები მონღოლეთს დაუპირისპირდება შეხვედრა 18:00 დაიწყება.

მატჩის წინ, “ჯვაროსნების” მთავარმა მწრთვნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტებისგან ძირითადი კითხვები ხვიჩა კვარაცხელიაზე იყო.

ამ საკითხზე კი ფრანგმაა შემდეგი რამ განაცხადა:

“გსურთ, რომ ყოველთვის ხვიჩაზე ვისაუბრო. კვარა.. კვარა.. კვარა… სულ ამ თემაზე საუბარი უხერხულია. მის გარდა ჩვენს გუნდს კიდევ მაგარი ფეხბურთელები ჰყავს.

“თუ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ, იქ მთელი ნაკრები ითამაშებს და არა მხოლოდ კვარაცხელია.

“მახსოსვს, 2021 წელს კვარამ ტრავმა მიიღო და თამაში ვერ მოახერხა. ხალხი ამბობდა, რომ ხვიჩა ამას იმიზეზებდა, რათა ეროვნულ გუნდში არ ეთამაშა. დღეს კი ის ჩვენთანაა და ყველას ძალიან უყვარს. უნდა გვახსოვდეს, რომ იგი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა”,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *