მარტი 29, 2024

ქართველი პა­რა­მო­ფა­რი­კა­ვე ირმა ხე­ცუ­რი­ა­ნი AMBEBI.GE-ს სტუ­მა­რი იყო, სადაც მის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით სავ­სე ცხოვ­რე­ბა­ზე და იმ გზა­ზე, რო­მელ­მაც წარ­მა­ტე­ბამ­დე მო­იყ­ვა­ნა ისაუბრა:

 

ჟურნალისტი: მო­უ­ლოდ­ნე­ლად, თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში რთუ­ლი ეტა­პი დად­გა, და­ის­ვა დი­აგ­ნო­ზი, რო­მელ­მაც თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა… რომ არა ის დი­აგ­ნო­ზი, დღეს ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბო­დით?

 

ხეცურიანი: არ ვიცი, სულ სხვა გეგ­მე­ბი მქონ­და, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. უდი­დე­სი გა­მოც­და გა­ვი­ა­რე ომით, შემ­დგო­მი დაბ­რკო­ლე­ბე­ბით, რაც მერე იმ დი­აგ­ნო­ზით დაგ­ვირ­გვინ­და, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ჩემი ცხოვ­რე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის გა­რე­შე. ალ­ბათ ვიქ­ნე­ბო­დი ფეხ­ზე მო­სი­ა­რუ­ლე ირმა და არა ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე. წა­ვი­დო­დი თუ არა სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით, არც ეს ვიცი. ისე, შრო­მის­მოყ­ვა­რე ვარ და შე­სა­ბა­მი­სად, რა სფე­რო­საც ავირ­ჩევ­დი, იმას გავ­ყვე­ბო­დი, მას­ში მაქ­სი­მუმს ჩავ­დებ­დი და წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევ­დი, მაგ­რამ აღი­ა­რე­ბას მო­ვი­პო­ვებ­დი თუ არა, ეს არ ვიცი.

 

ჟურნალისტი: ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ხართ. ეტ­ლით უდი­დეს წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეთ… რო­გო­რია ეტ­ლი­დან და­ნა­ხუ­ლი სამ­ყა­რო?

 

ხეცურიანი: არ ვიცი. მა­შინ, როცა ეტ­ლში ჩაჯ­დო­მა მო­მი­წია, მა­შინ რამ­დე­ნად ვი­ყა­ვი ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი. ყვე­ლა­ფე­რი მერე ვის­წავ­ლე, სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბამ ბევ­რი რამ მომ­ცა. რაც უფრო მეტ დაბ­რკო­ლე­ბას დაძ­ლევ, მე­ტად ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი ხდე­ბი. ჩემი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო, ყვე­ლა­ფერს სხვა­ნა­ი­რად ვხე­დავ­დი და ცხოვ­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოდ არ მეჩ­ვე­ნე­ბო­და. როცა დი­აგ­ნო­ზის პა­სუ­ხი მო­ვის­მი­ნე, არ ვი­ცო­დი, მო­მა­ვალ­ში რა იქ­ნე­ბო­და, წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, ამ მდგო­მა­რე­ო­ბით ცხოვ­რე­ბა რო­გორ უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

 

ამას­თან, იმ პე­რი­ოდ­ში არა­ნა­ი­რი ტერ­მი­ნო­ლო­გი­აც არ ვი­ცო­დი, არც ჩემი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ მქონ­და ინ­ფორ­მა­ცია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ახლა უკან არის… დაბ­რკო­ლე­ბამ მომ­ცა ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და სტი­მუ­ლი. ამით ჩემს გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნებ­საც და­ვეხ­მა­რე ჩემ­თან ერ­თად ებ­რძო­ლათ და გა­მომ­ყო­ლოდ­ნენ. ეტ­ლი­დან და­ნა­ხუ­ლი ცხოვ­რე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ სწო­რედ მან მას­წავ­ლა, ვიყო ძლი­ე­რი და ცხოვ­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ გა­მოწ­ვე­ვას მედგრად და ღირ­სე­უ­ლად შევ­ხვდე… დიახ, ეტ­ლმა უში­შა­რი ცხოვ­რე­ბა მას­წავ­ლა, თან, სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­დე­საც სირ­თუ­ლე­ებს ნელ-ნელა ლა­ხავ, არ ჩერ­დე­ბი. მთა­ვა­რი ეს არის.

 

წყარო: ambebi.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *