აპრილი 18, 2024

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმიდინარე ნაცუ ბაშოზე ქართველი რიკიშის ლევან გორგაძის საქმეები ცუდად მიდის.

მაისის ბაშოს ნაკაბიზე ანუ შუაწელს ტოჩინოშინმა რიგით მე-6 მარცხი განიცადა და 2-6 ბალანსით ნელ-ნელა მაკე-კოშის ანუ უარყოფით ბალანსს უახლოვდება.

თავად განსაჯეთ, ჩვენებურს სუპერტურნირზე დარჩენილ 8 ორთაბრძოლაში მინიმუმ 6 მოგება სჭირდება.

ლევან გორგაძემ ამჯერად, მე-11 მაეგაშირა ჩიოშომასთან დამარცხდა.

მონღოლმა სუმიტორმა ქართველი დოჰიოზე უვატენაგეთი გააგორა.

ხვალ, ტოჩინიშინი მე-3 გამარჯვების მოპოვებას მე-4 მაეგაშირა მიოგირიუსთან შეეცდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *