აპრილი 18, 2024

გერმანიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი მიუნხენის ,,ბაიერნი” ქვეყნის ჩემპიონი ვადაზე ადრე გახდა.

,,რეკორდმაისტერმა” ჩემპიონის ვერცხლის სინი ზედიზედ მეცხრედ აღმართა.
ისტორიაში კი უკვე 30-გზის ჩემპიონია.

ჩემპიონის რანგში მოასპარეზე ბავარიელებმა ,,გლადბახი” მიწასთან გაასწორეს.

,,ბაიერნმა” მეტოქეს 6:0 სძლია.

შეხვედრაში ჰეთთრიკი პოლონელმა სუოერფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ შეასრულა.
ლევანდოვსკის ბუნდესლიგაში 39 გოლი დაუგროვდა და ტურნირის
ბომბარდირი გახდა.
მეტიც, წელს პოლონელს ოქროს ბუცის მოპოვებაშიც ვერავინ შეეცილება.

,,ბაიერნი” 6:0 ,,გლადბახი”
2′ ლევანდოვსკი (1-0), 23′ მიულერი (2-0), 34′ ლევანდოვსკი (3-0), 44′ კომანი (4-0), 66′ ლევანდოვსკი პენ. (5-0), 86′ სანე (6-0)
გაძევება: 75′ ნიანზოუ (,,ბაიერნი”)

,,ბაიერნს” ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში 74 ქულა გააჩნია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *