აპრილი 16, 2024

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჭადრაკის დედოფალ, ლეგენდარულ ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილე ,,ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე მიულოცა.

წულუკიანის აზრით, ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა, ქართული ჭადრაკის კიდევ ერთ ლეგენდასთან, მაია ჩიბურდანიძესთან ერთად, ახალ სიმაღლეზე აიყვანა მსოფლიოში ქალთა ჭადრაკი და ერთგვარი საჭადრაკო რევოლუციით, ვაჟთა ჭადრაკს გაუთანაბრა.

თეა წულუკიანი: ,,ქართული სპორტი მდიდარია წარმატებული და ტიტულოვანი ადამიანებით, რომლებმაც საერთაშორისო სარბიელზე საქართველოს შთამბეჭდავი გამარჯვებები მოუპოვეს.

განსაკუთრებით გვეამაყება იმ სპორტსმენების გამარჯვებები, რომლებმაც, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მსოფლიოს მასშტაბით მთელი ეპოქა შექმნეს.

სწორედ ასეთია ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი და საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული, საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა და კაცთა შორის, საჭადრაკო „ოსკარის“ პირველი მფლობელი, „ევროპის ოქროს პაიკის“ ლაურეატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი და არაერთი ჯილდოს მფლობელი, ლეგენდარული მოჭადრაკე, რომელიც ბრწყინვალე გამარჯვებებითა და დაუვიწყარი კარიერით ოქროს ასოებით ჩაეწერა მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში.
ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა, ქართული ჭადრაკის კიდევ ერთ ლეგენდასთან, მაია ჩიბურდანიძესთან ერთად, ახალ სიმაღლეზე აიყვანა მსოფლიოში ქალთა ჭადრაკი და ერთგვარი საჭადრაკო რევოლუციით, ვაჟთა ჭადრაკს გაუთანაბრა.

უდიდესი პატივისცემით ვულოცავ ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილეს და ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ!” – აცხადებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.

15 thoughts on “,,გვეამაყება იმ სპორტსმენების გამარჯვებები, რომლებმაც, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მსოფლიოს მასშტაბით მთელი ეპოქა შექმნეს” – თეა წულუკიანმა ნონა გაფრინდაშვილს იუბილე მიულოცა

  1. Wonderful goods from you, man. I have understand your stuff
    previous to and you are just extremely wonderful. I really like what you have acquired here,
    certainly like what you are stating and the way in which you say it.
    You make it entertaining and you still care for to keep it wise.
    I can’t wait to read far more from you. This is actually a wonderful
    site.

  2. Have you ever thought about including a little bit more than just your
    articles? I mean, what you say is important and all. But imagine if you added some great visuals or videos to give your posts more, “pop”!
    Your content is excellent but with images and clips, this website could undeniably be one of the most beneficial
    in its niche. Wonderful blog!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: http://t.co/54yyFOsfye კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *