აპრილი 16, 2024

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბ თბილისის ,,დინამოში” გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,დინამო” ,,ფეისბუქის”  ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

ანანიძე დედაქალაქურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

28 წლის ფეხბურთელმა ხელი “დინამოსთან” 1+1-წლიან კონტრაქტს მოაწერა.
ანანიძე ,,დინამოში” 7-ნორმიანი მაისურით ითამაშებს.

ჯანო ანანიძეს კარიერის განმავლობაში მოსკოვის “სპარტაკში”, “როსტოვში”, “კრილია სოვეტოვში”, “ანორთოსისში” და ვოლგოგრადის “როტორში” აქვს ნათამაშები.
ეროვნული ნაკრების მაისურით კი 45 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *