GAZZETTA DELLO SPORT: იუვეს ხვიჩას თანხმობა აქვს! გამოჩნდა პრემიერლიგის კლუბიც
პრესტიჟული იტალიური გაზეთის GAZZETTA DELLO SPORT-ის ვებგვერდი იუვენტუსის დღის LIVE ამბების სათაურში წერს: “კვარაცხელია – არის ფეხბურთელის თანხმობა”. ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე ბრიტანეთშიც წერენ…
დღეს იტალიურ მედიაში გამოქვეყნდა ახალი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 20 წლის ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ხელში ჩასაგდებად ტურინის იუვენტუსი დაწინაურდა, რომლის ხელმძღვანელობა მზად არის, ყაზანის რუბინს 20 მილიონი ევრო გადაუხადოს. ამ ინფორმაციის პირველწყარო საკმაოდ სანდო il Messaggero-ა.
ახლახან footballfancast.com-მა ექსკლუზიური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ლიდს იუნაიტედის საფეხბურთო დირექტორი ვიკტორ ორტა ხვიჩა კვარაცხელიას აგენტთან მოლაპარაკაებას აწარმოებს, ზაფხულში სავარაუდო ტრანსფერზე. ლიდსი კარგად გამოდის მას მერე, რაც ელიტაში დაბრუნდა და უკვე მომავალ სეზონზე ფიქრობს. ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც ლიდსს ნამდვილად აინტერესებს”.