აპრილი 16, 2024

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში აწ დასრულებულ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი შმაგი ბოლქვაძემ მოიპოვა. მან ამ წარმატების შემდეგ კომენტარი სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში” გააკეთა.

ბოლქვაძე გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ ეცდება კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწიოს და ქომაგები გაახაროს.

შმაგი ბოლქვაძე: ,,დიდი შრომის შედეგად ჩვენ ერთად მივაღწიეთ წარმატებას და ევროპის ჩემპიონობა მოვიპოვე. ამ ადამიანის დახმარებით ჩემი მწვრთნელის 🥇💪. ყველა ჩემ გულშემატკივარს მადლობას ვუხდი გვერდში დგომისათვის და მოლოცვისთვის ❤️❤️❤️ ვეცდები, რომ კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწიო და გაგახაროთ🥇🥇” – წერს ევროპის ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *