აპრილი 16, 2024

კახა კალაძე ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიელ ლეგენდა როჯერ ფედერერთან გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავ ნიკოლოზ ბასილაშვილს წარმატებულ ასპარეზობას! გამარჯვება, თანაც ლეგენდარულ ჩოგბურთელ როჯერ ფედერერთან, ორმაგად სასიხარულოა. წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა! გილოცავთ!“,- წერს კახა კალაძე „ფეისბუქზე“.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *